პარტიის ცენტრალურ ოფისში დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე (სანდრო) კვიტაშვილმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა -თინათინ ბოკუჩავამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მათ კოალიცია „ქართული ოცნებისა" და მისი აქტივისტების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარ წევრებზე ზეწოლის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და საარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტები წარუდგინეს.
ასევე ყურადღება გამახვილდა უწყებათაშორის კომისიაში შესულ საჩივრებზე და აღინიშნა, რომ კომისიას, ფაქტობრივად, დღემდე არცერთ საჩივარზე რეაგირება არ მოუხდენია.