პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატმა ნესტან კირთაძემ აშშ-ი მისი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო და პირველი პოლიტიკური შეხვედრები გამართა საერთაშორისო რესპუბლიკურ და ეროვნულ_- დემოკრატიულ ინსტიტუტებში.
კირთაძის ინფორმაციით, შეხვედრებმა საქმიან და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარეს.
„ამერიკელი კოლეგები დაინტერესებულნი იყვნენ არა მარტო პრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკური პროგრამით და მისი განსხვავებული მიდგომებით საქართველოში არსებული სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად, არამედ საქართველოში არსებული რეალური პოლიტიკური ვითარების, საარჩევნო გარემოს, მედიაში არსებული პრობლემების, მასთან კანდიდატის პატნიორობის შესახებ და სხვა", - აცხადებს კირთაძე.
მისივე თქმით, ამერიკული მხარე დაინტერესდა თუ რა შეფასებას აძლევს ნესტან კირთაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და როგორ წარმოუდგენია მას არჩევნების შემდგომი პოლიტიკური რეალობა საქართველოში.
„ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტობის კანდიდატმა ნესტან კირთაძემ დეტალურად ესაუბრა ამერიკელ კოლეგებს საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ, აგრეთვე იმ გეოპოლიტიკური მდგომარების შესახებ, რომელიც შეიქმნა, როგორც გამოწვევა და რომელსაც ქართველმა პოლიტიკოსებმა, ხალხმა ადექვატურად უნდა უპასუხონ", - აცხადებს კირთაძის პრესსამსახური.
ნესტან კირთაძე ვაშინგტონში პოლიტიკურ შეხვედრებს განაგრძობს.