საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართვას, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ უცვლელად:
"პატივცემულო პრეზიდენტობის კანდიდატებო, ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა მაიძულებს მოგმართოთ, თუ თქვენ არ მიიღებთ ზომებს და ახლავე არ გაემიჯნებით საქართველოში მიმდინარე არალეგიტიმურ არჩევნებს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები სამაგალითოდ გაყალბდება და შეიძლება გადაიზარდოს დიდ ქაოსში, რაც ქვეყანას გაანადგურებს.
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება და საქართველოში მოქმედი სააკაშვილის რეჟიმი ჩაანაცვლა მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის ხელსუფლებამ. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მოსახლეობამ აირჩია მხოლოდ იმიტომ, რომ მან პირობა დადო-ქვეყანაში დამთავრდებოდა წამება და არაადამიანური მოპყრობა.
საქართველოს ახალი ხელისუფლება წინამორბედი ხელისუფლების მსგავსად დაადგა ადამიანის წამების, არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის გზას, რაც აღმაშფოთებელია. მე ვფიქრობა, თუ დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა არ გავატარეთ სასწრაფო ზომები, მივიღებთ ბანანის რესპუბლიკას.
საქართველოს პოლიციის დაწესებულებებში მიდის ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა რაზედაც არავინ რეაგირებს.
ნაცვლად იმისა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ, ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევაში დადანაშულებულ პირებს პასუხი მოსთხოვონ, აწინაურებენ რაც აღმაშფოთებელი ფაქტია.
დღეს, სამოქალაქაო საზოგადოება დაუცველია როგორც არასდროს, სამოქალაქო საზოგადოებას არ გააჩნია პოლიციური ძალადობისგან თავის დაცვის შესაძლებლობა, არ აქვს უფლება ადვოკატის მეშვეობით გამოითხოვოს ელემენტარული მტკიცებულება, დარღვეულია დაცვის და ბრალდების მხარის თანასწორობის პრინციპი, რაც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიერ.
დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთვარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა გაუგონარი ძალადობა ჩაიდინეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში .
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2012 წლის 18 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" და ერთსულოვნად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი -,, რევაზ დვალიშვილთან მიმართებაში წამება, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა".
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რევაზ დვალიშვილმა 2012 წლის 19 თებერვალს მიმართა მთავარ პროკურორს - არჩილ კბილაშვილს და მოითხოვა პოლიციის მუშაკების რევაზ ქობულიას, მალხაზ მჟავიას, ბადრი ღაჭავას, ზვიად აფციაურის, მერაბ ქორიძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მისი წამების, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობის გამო მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ფაქტი, რომ წყალტუბოს პოლიციაში რევაზ დვალიშვილი გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. არჩილ კბილაშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის უწყება, როგორც ეს ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, 7 თვეა უშედეგოდ იძიებს საქმეს, რომლის გამოძიებას სჭირდება მაქსიმუმ 10 დღე.
თუ რატომ არ მისცა პასუხისგებაში მთვარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილის უწყებამ, რევაზ დვალიშვილის წამების გამო პოლიციის მუშაკები: რევაზ ქობულია, მალხაზ მჟავია, ბადრი ღაჭავა, ზვიად აფციაური და მერაბ ქორიძე, გამოჩნდა მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა მინსტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა „ოპერაცია გირგვლიანი 2" და რევაზ დვალიშვილის მთავარი მწამებელი-რევაზ ქობულია 2013 წლის ივლისში დანიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსად, ხოლო რევაზ დვალიშვილის მეორე მწამებელი მალხაზ მჟავია წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთი პოლიციის უფროსად.
როცა ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა უკანონობა „ოპერაცია გირგვლიანი 2" და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ეს უმსგავსობა გავახმაურე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური კომენტარი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 18 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" და ერთსულოვნად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი: რევაზ დვალიშვილი გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პოლიციის დაწესებულებაში, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტულ პოლიციელებზე, რომელთაც აწამეს რევაზ დვალიშვილი. ნებისმიერმა იურისტმა, ვისაც შეხება აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ან წაკითხული აქვს პატარა ბროშურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ იცის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ არის მე-4 ინსტანცია და კონკრეტულ სასჯელებს პირებთან მიმართებაში არ აწესებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების შემდეგ, ალბათ, მთელი სამოქალაქო საზოგადოება დარწმუნდება ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება, ასეთი უცოდინარი პიროვნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვინმე ენდოს?
ყველა საერთაშორისო დოკუმენტით აკრძალულია წამებაში მინაწილე პირების წახალისება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთვარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა გაუგონარი ძალადობა ჩაიდინეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში და წაახალისეს ადამიანის წამება. რევაზ ქობულიას წყალყუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსად, ხოლო რევაზ დვალიშვილის მეორე მწამებელი მალხაზ მჟავია წყალტუბოს რაიონის ერთერთი პოლიციის უფროსად დანიშვნა, არის მინიშნება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში, რომ პოლიციელს აქვს ყველაფრის უფლება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა აჩვენეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები არ მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საგანგაშო ფაქტია.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ 2013 წლის 16 აგვისტოს მივმართე პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მოვითხოვე შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთვარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილის გათავისუფლება, მაგრამ პრემიერ მინისტრმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პასუხის ღირსად არ ჩათვალა.
მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს პოლიციის სამმართელოს უფროსად დანიშნა რევაზ დვალიშვილის მთავარი მწამებელი რევაზ ქობულია, ხოლო რევაზ დვალიშვილის მეორე მწამებელი მალხაზ მჟავია წყალტუბოს რაიონის ერთერთი პოლიციის უფროსად, ეს არის მინიშნება ყველა პოლიციის მუშაკთან მიმართებაში, რომ პოლიცილებმა როგორი საშინელი მეთოდიც არ უნდა გამოიყენონ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მოქალაქეებთან მიმართებაში, მათ ყველაფერი ეპატიებათ და პირიქით მოქალაქეთა ტერორში მხილებული პოლიცილები მიიღებენ დაწინაურებას, რაც აღმაშფოთებელი ფატია.
საქართველოში 37 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები და მოქალაქეების წამებაში მონაწილე პოლიცილების ასეთი წახალისება არალეგიტიმურს ხდის საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს. ვინაიდან, პოლიციელებმა დაინახეს, რომ თუ ისინი შეასრულებენ ნებისმიერ უკანონო ბრძანებას, მათ მაინც არავიან არ დასჯის. ეს კი მოასწავებს იმას, რომ არჩევნებს ჩაატარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში.
საჭიროა ყველა პრეზიდენტობის რეიტინგულმა კანდიდატმა უნდობლობა გამოუცხადოს საპეზიდენტო არჩევნებს. თუ არ დაისჯება ყველა პოლიციელი, რომელიც მონაწილეობდა ძალადობაში, მოგიწოდებთ დაგმოთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთვარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობა და მოსთხოვოთ პრემიერ მინისტრს მათი გათავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც არ ემორჩიელბა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩაგიტარებთ ისეთ არჩევნებს და დადებს იმ შედეგს რასაც დაავალებენ, რამაც შეიძლება ქვეყანაში შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს", - ნათქვამია მიმართვაში.