დღეს იურიდიულ კომიტეტში დეპუტატები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ. საუბარია პრეზიდენტის უფლებამოსილებასა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე. ცვლილების მიხედვით, მოსამართლეებს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესდებათ და ამ პერიოდის განმავლობაში მათზე მონიტორინგი განხორციელდება.
„იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილება რამდენიმე კანონპროექტი, რომლებიც წინა პლენარულ სხდომაზე იყო მიღებული ზოგი პირველი და ზოგი მეორე მოსმენით. გარდა ამისა ახალი კანონპროექტები, რომლებიც ბიუროზე დარეგისტრირდა.
მათგან მე გამოვყოფდი მნიშვნელოვან კანონს, ეს არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა", _ აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.