საქართველო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს ირინა იმერლიშვილს ქურდბაცაცა უწოდა. როგორც საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას სააკაშვილმა განაცახადა მერაბიშვილი რომელსაც ქურდობას აბრალებენ მისი ოჯახი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობს, ხოლო იმერლიშვილი კი არა.
,, დღეს ვიყავი ვანო მერაბიშვილის ოჯახში და როგორ მოკრძალებულად ცხოვრობს ეს ხალხი. პატარა მიწის ნაკვეთი აქვთ, მაგრამ კარგად მოვლილი და ძალიან უბრალოდ და ხელმოკლედ ცხოვრობენ. გუშინ, ტელევიზორში აჩვენეს ახლა პარლამენტში მათი მთავარი, რომელიც დარბის და ხმებს აგროვებს, ხმებს ყიდულობს ჩვენგან. აჩვენეს ერთი პარლამენტარი, რომელიც ჩვეულებრივი ქურდბაცაცა, დიდი მომპარავია. ეს ის ქალია, იუშენკოს რომ უთვლიდა საპნის ფულს. გუშინ მთელმა საქართველომ ნახა მათი შემადგენლობა, როგორ ცხოვრობს და ეს ხალხი უკითხავს ლექციებს ვიღაცეებს. მე მგონი ყველაფერი თავდაყირა დადგა",-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტს დეპუტატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა ცნობილია, რომ გუშინ, "პოსტ-სკრიპტუმში" დეპუტატ ირინე იმერლიშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სიუჟეტი გავიდა.