16-18 სექტემბერს საქართველოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე - რანკო კრივოკაპიჩი ეწვევა.
პარლამენტის ინფორმაცით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს როგორც ქვეყნის საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
დაგეგმილია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან მისი შეხვედრა, რისი დასრულების შემდეგაც ისინი ქართული და უცხოური მედიასაშუალებებისათვის ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
ასევე დაგეგმილია რანკო კრივოკაპიჩის შეხვედრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან: ვიქტორ დოლიძესთან, გიორგი წერეთელთან, ზურაბ აბაშიძესთან, ზაქარია ქუცნაშვილსა და აკაკი მინაშვილთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.