,,ივანიშვილი რატომაა დარწმუნებული, რომ განცხადებების კეთების უფლება კიდევ აქვს?", -ასე პასუხობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას ფრანგულ თვითმფრინავთან დაკავშირებით.
,,ჯი-ეიჩ-ენი" ბარნოვის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:,,ივანიშვილს ჩვენი განცხადებები რომ აკვირვებს, თავად რატომაა დარწმუნებული, რომ განცხადებების კეთების უფლება კიდევ აქვს? რამე შექმნა, რამე ააშენა და განავითარა? რამე აზრიანს მაინც ჩაუყარა საფუძველი? მიშაზე მეტს ვინ ჩივის, საერთოდ რამე შექმნა ამ კაცმა? რამდენიმე თვეში დანგრეული ეკონომიკის, დანგრეული იუსტიციის სახლების, დანგრეული ხიდების, მომავლის ნგრევის გემების, გაზრდილი კრიმინალის, მიტოვებული პროექტებისა და პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების ლანძღვა-გინების და აგრესიის გარდა რას გვიტოვებს, რომ მიდის? ან, რომ გვიმტკიცებს, სააკაშვილს თავისთვის უნდოდა ვერტმფრენებიო, იმის გამოთვლა ხომ შეიძლება, რომ ეს ვერტმფრენები სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ბოლოს ჩამოვიდოდა? ან იმაზე მაინც გვითხრას რამე, მესტიის საბაგიროც თავისთვის უნდოდა სააკაშვილს, ძალით რომ ჩამოატანინეს ფრანგებმა და დღემდე ქუჩაში რომ უყრიათ? და ე.წ. „სააკაშვილის" თვითმფრინავით კალაძე და მთავრობის სხვა წევრები არ დაფრინავენ? დაათვალიერეთ მათი ფეისბუქის გვერდები და ნახავს ყველა, რომ დაფრინავენ და უხერხულსაც ვერაფერს ხედავენ ამაში! ჰოდა, ვინ უთხრა ივანიშვილს, რომ ხმამაღალი განცხადებების კეთების უფლება აქვს? ჯერ რამე გააკეთეთ ბატონებო, სხვებზე მერე ილაპარაკეთ!", _ნათქვამია ბარნოვის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფრანგული ვერტმფრენების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ თემაზე "ხმის ამოღებას , რომ ბედავს", ქართული საზოგადოების კულტურაზე მიუთითებს.
მასალის გამოყენების პირობები