საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის ვინაობა სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ცესკო-ს თავმდომარის პოსტზე წარდგენილი სამი კანდიდატიდან საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსზტზე თამარ ჟვანიას, მანუჩარ გამყრელიძის და კონსტანტინე ამირეჯიბის კანდიდატურებს შორის უნდა გააკეთონ არჩევანი.
"დღესითვის დაგეგმილია ეს სხდომა, რომელზეც ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხი გამოვა, ამ სხდომაში მონაწილეობას ცესკო-ს მხოლოდ 6 წევრი მიიღებს. ვფიქრობ, ყველა წევრი, ვინც ამ საკითხზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, ძირითადად ერთ პოზიციაზე ვიქნებით. კანდიდატებთან დაკავშირებით რაიმე დიდი წინაარმდეგობა არ იქნება, შევჯერდებით და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ," - განაცხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნულმა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 9 სექტემბერს სამი კანდიდატურა - გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო პროექტის მენეჯერი
თამარ ჟვანია და საარჩევნო ადმინისტრაციის ორი მოქმედი თანამშრომელი - მანუჩარ გამყრელიძე და კონსტანტინე ამირეჯიბი წარმოადგინა.