,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერისა და საპრეზიდენტო კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელმა გიგლა ბარამიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდმაჭერთა სია წარადგინა.
დემოკრატიული მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიგლა ბარამიძემ საარჩევნო ადმინისტრაციაში 80 ათასამდე ხელმოწერა წარადგინა. ეს არის ბოლო პროცედურა, რაც საპრეზიდენტო კანდიდატმა დარეგისტრირებამდე უნდა გაიაროს.
ამის შემდედ ცესკო-მ სამი დღის განმავლობაში უნდა მიიღოს გადწტვეტილება ,,დემოკრატიული მოზრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე.
,, წარმოვადგინეთ სია და იმედი გვაქვს, დღევანდელი ხელისუფლება ნორმალურ, საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში ყოველგვარი მეტოქეობა ჩვენს სპრეზიდენტო კანდიდატთან გამორიცხულია", _განაცახადა ჟურნალისტებთან გიგლა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს მხარდამჭერების სიის წარდგენის ვადა 17 სექტემბრამდე აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები