საგარეო საქმეთა სამინიტრომ მალაიზიაში დაკავებულ ბაბუცა გორდაძესა და დარეჯან კოხტაშვილზე განმარტება გააკეთა. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა საგარეო უწყებას დაკავებულ ქართველებთან საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტში იმყოფება.
,,მალაიზიაში დაკავებულ ქართველებთან საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტში იმყოფება. რაც შეეხება მათ ექსტრადიციას, რომ საქართველოში დაასრულონ ის ვადა რომელიც მისჯილი აქვთ, ეს პროკურატურის საკითხია. საგარეო საქმეთა სამინისტროს რაც შეეხება დაკავებულის ახლობლებს ვეხმარებით მათთან კომუნიკაციაში", _განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბაბუცა გორდაძესა და დარეჯან კოხტაშვილი 2010 წლის 24 ოქტომბერ მალაიზიაში ნარკოტრაფიკის ბრალდებით დააკავეს, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილის დასჯას ითვალისწინებდა. თუმცა ქართული მხარის ჩარევით დარეჯან კოხტაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ბაბუცა გორდაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ისინი სასჯელს მალაიზიაში იხდიან.
მასალის გამოყენების პირობები