,,საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა.
,,ცესკო-ს გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლო და უკანონოა. ჩვენ ხვალ დილით შევიტანთ სარჩელს სასამართლოში და ველოდებით კანონის აღსრულებას სასამართლოს მიერ", _განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცესკომ ცესკო-მ ,,საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარეს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. მიზეზად ცესკო-მ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტი დაასახელა რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა". სალომე ზურაბიშვილი კი საფრანგეთის მოქალაქეა.
მასალის გამოყენების პირობები