კოალიცია "ქართული ოცნების " პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბმა ნაძალადევის რაიონში გაიხსნა.
შტაბი უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ და დეპუტატმა თამარ კორძაიამ გახსნეს.
"ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ტრადიცია, რომ პრეზიდენტი აირჩიოს ხალხმა და ქვეყნის პირველი პირი იყოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული. მე ნამდვილად მეამაყება, რომ "ქართულ ოცნებას" ჰყავს ისეთი კანდიდატი, როგორიც გიორგი მარგველაშვილია", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
საგანალიძის განცხადებით, ორ თვეში საქართველოს ეყოლება ხალხისგან არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის სახით.
"მე ნამდვილად ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ორ თვეში ქვეყანა წავა დემოკრატიული აღმშენებლობის გზით, რომელზეც ალბათ, ყველანი ვოცნებობთ", - აღნიშნა საგანელიძემ.