რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დღევანდელი გადმოსახედიდან, სიტუაციის ანალიზის მიუხედავდ, იგი 2008 წლის აგვისტოში მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. ამის შესახებ მედვედევმა ტელეკომპანია "რუსთავი"-ის ჟურნალისტ ნინო შუბლაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
ჟუნალისტის კითხვაზე "მომხდარიდან 5 წლის შემდეგ, ამ გადასხედიდან, როდესაც სიტუაიციის ანალიზი გაკეთებულია, ფიქრობს თუ არა, რომ 2008 წლის აგვისტოში მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო", მედვედევმა დადებითად უპასუხა.
"სამწუხაროდ, ის, რაც მოხდა, მოხდა. ხოლო, თუ ჩემი შეფასების შესახებ ვილაპარაკებთ, ეს რა თქმა უნდა, მას მერე არ შეცვლილა. მიმაჩნია, რომ იძულებული ვიყავით ამგვარად გვეპასუხა შესაბამის აგრესიულ ქმედებებზე. ანალოგიურად მოვიქცეოდი თუ არა ასეთ სიტუაციაში? - ჩემი პასუხია - დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც მომიხდა როგორც პრეზიდენტს, როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს. ზუსტად ასევე მოვიქცეოდი,"- განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.