პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კობა დავითაშვილი კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს კონკურენციას ვერ გაუწევს. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა ის უფრო სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების კონკურენტი იქნება.
,, არა მგონია, რომ კობა დავითაშვილი არის კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის კონკურენტი. ის უფრო სხვა კანდიდატების კონკურენტია. სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებმა თავად იფიქრონ და იზრუნონ ამაზე", _განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა კოალიცია ,,ქართული ოცნება" დატოვა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.