საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს გიგი კალანდაძეს პრეზიდენტის რეზიდენციაში პირადად შეხვდა და ბრალდების მოხსნა მიულოცა. როგორც სააკაშვილმა განმარტა მას ეჭვი არ ეპარებოდა, გიგი კალანდაძის უდანაშაულობაში.
,, მინდა მოგილოცოთ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება და გამართლება. თავიდანვე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ უდანაშაულო იყავით და ამის შესახენ ცხარა თვის წინ გესაუბრეთ, როცა აქ შევხვდით. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ცხარა თვე თქვენისთანა პატრიოტი და სხვა ადამიანები, რომლებიც დღეს გაამრთლეს დროს გახარჯვინებენ ფუჭად, მაშინ როცა საქართველოს არ ჰყავს არც ერთი დასაკარგი კადრი, არც ერთი დასაკარგი ოფიცერი, არც ერთი დასაკარგი პატრიოტი", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში
გიგი კალანდაძის დამსახურებაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის განმარტებით, მისი ხელისუფლების დროს იყო შეცდომებიც, მაგრამ არსებობდნენ იდეალისტური ადამიანებიც, რომლებიც სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მუშაობდნენ.
შეგასენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე წაყენებულ ბრალში უდანაშაულოდ სცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ სცნო საქმეზე დაკავებული შვიდი პირიც.