პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის განყოფილების ახალ უფროსს ვიქტორია ტეილორს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას შეეხებოდა.
„ქალბატონ ტეილორთან საკმაოდ დაინტერესო შეხვედრა მქონდა, ასევე ის მომდევნო სამი დღის განმავლობაში შეხვდება შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე ფრაქციების თავმჯდომარეებს და ისაუბრებენ ყველა იმ საინტერესო ფაქტებზე, რაც ქვეყანაში ხდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.