ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო სასამართლოში მოწმის სახით დაბარებული იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. როგორც მაქაცარიამ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურაში მისი დაბარება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
„პროკურატურაში, მხოლოდ იმიტომ დამიბარეს, რომ ალბათ იმერეთის რეგიონში კორუფცია დავამარცხე. სხვა არანაირი დანაშაული ჩამიდენია. თუმცა დღევანდელი ხელისუფლება ალბათ ფიქრობს, რომ კორუფციის დამარცხება დანაშაულია", - განაცხადა ლაშა მაქაცარიამ.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავები ლაშა მაქაცარიას 2010 წლის 24 ნოემბერს, ქუთაისის რამდენიმე ბაგა-ბაღის გამგის და ბუღალტერის უკანონოდ გათავისუფლებას ედავება.