საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, ამერიკელი კოლეგის მიწვევით ვაშინგტონს 19 აგვისტოს ეწვევა.
„დაიგეგმა ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში და მიმიწვია კოლეგამ. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში ასეთი ვიზიტი არ შემდგარა. ჩვენ შევხვდით ბრიუსელში ISAF-ის მისიის მინისტრების შეხვედრაზე და შევთანხმდით, რომ აუცილებელია გავაღრმაოთ ორმხრივი სამხედრო ურთიერთობები. ეს ურთიერთობები შეეხება არა მხოლოდ ავღანეთში ერთობლივ ოპერაციებს, არამედ საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას", - განაცხადა ალასანიამ.