,,სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით საზოგადოებას დღეისთვის ძალიან სამწუხარო სიურპრიზი ელოდება", - ამის შესახებ ,,პოზიციაში" კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.
"მე ერთმნიშვნელოვნად არ გამოვრიცხავ, რომ ის იარაღი, რომელიც შსს-მ აღმოაჩინა, უკავშირდებოდეს ყოფილ ხელისუფლებას, რადგან ამ იარაღზე წვდომა პირველ ოქტომბრამდე დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად არ ჰქონია. ამაზე და უფრო ბევრ შეკითხვაზე ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას გასცემს პასუხს. მე ვიცი, რაზეც იქნება საუბარი, მაგრამ ამის თქმის უფლება დღეს არ მაქვს. ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის ექსკლუზიური უფლება", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.