ხვალ, 19 ივნისს საქართველოს უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის კნუტ ვოლებეკი ეწვევა. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა ვოლებეკის ვიზიტი ორდღიანია და იგი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან.
,, იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტეს, პრემიერ-მინისტრს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შს მინისტრს, უშიშროების საბჭოს მდივანს", _განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ კნუტ ვოლებეკს ამომწურან ინფორმაციას მიაწვდიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.