დღეს, 18 ივნისს, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიგა ლორთქიფანიძეს ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერით დაკრძალევენ, რომლის გარაცვალებიდან 40 დღე გუშინ 17 ივნისს შესრულდა.
გიგა ლორთქიფანიძე 85 წლის ასაკში 13 ივნისს გარდაიცვალა.
გიგა ლორთქიფანიძე 1927 წლის 19 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. იგი იყო რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი.
მან სხვადასხვა თეატრების სცენაზე დადგა ასზე მეტი სპექტაკლი. გიგა ლორქიფანიძე იყო ოთხი ფილმის - მათ შორის, „დათა თუთაშხიას" რეჟისორი.
იყო საქართველოს და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი.