ვისოლმა ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სადღესასწაულო დარბაზში "ქუთაისის ტორპედოს" ახალი შემადგენლობის საზეიმო პრეზენტაცია გამართა. ამიერიდან ლეგენდარულ გუნდს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ესპანელი მწრთვნელები - ჟერარდ სარაგოზა მულე და ალბერტო ბეროკალ კორეა უხელმზღვანელებენ. მოთამაშეთა რიგებს კი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები შეუერთდებიან, რომლებმაც პირველად საქართველოს ისტორიაში, 2012 წელს, სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატში (17 წლამდე ნაკრებებს შორის) ნახევარფინალამე მიიყვანეს საქართველოს გუნდი.
‘‘‘ტორპედო ქუთაისი" არის წარმატების დიდი ისტორია, რომელშიც ვისოლ ჯგუფი ახალ ფურცლებს წერს. გუნდის ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით გადახალისება განვითარების ახალ პერსპექტივებს გვისახავს. დამატებით, გუნდის წინსვლაზე ამიერიდან მრავალწლიანი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ესპანელი მწრთვნეები იზრუნებენ და ჩვენ ერთად შევქმნით ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავალს" - აცხადებს „ტორპედო ქუთაისის" კლუბის პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.
ვისოლმა ახალ მთავარ მწვრთნელ ჟერარდ სარაგოსასთან 3-წლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. მის ასისტენტად დიმიტრი თოფურიძე დაინიშნა. ფიზმომზადებას ალბერტო ბეროკალ კორეა უხელმძღვანელებს. მეკარეების მწვრთნელი კონსტანტინე გუგუნავა იქნება. ექიმი - დიმიტრი ზაალიშვილია, ხოლო ფიზიოთერაპევტად რობერტ ხვადაგიანი იმუშავებს.
მათე ცინცაძე, დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი, ნიკა ჭანტურია, გიორგი გოროზია არიან „ტორპედო ქუთაისის" გუნდის ახალი წევრები, რომლებმაც 17-წლამდელთა ნაკრების სხვა მოთამაშეებთან ერთად შარშან ელიტრაუნდის ჯგუფში ესპანეთი და ინგლისი ჩატოვეს. ბაჩო მიქავა, დავით მთივლიშვილი, დავით უბილავა აქამდე საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების წევრები იყვნენ. „ტორპედო ქუთაისს" წყალტუბოს გუნდიდან გადმოსული თორნიკე კაპანაძეც შეუერთდა, რომელმაც პირველ ლიგაში 30-მდე გოლი გაიტანა. გუნდს თბილისის „ლოკომოტივის" ახალგაზრდა ფეხბურთელებიც შემოუერთდებიან. მათ შორის: ბექა ტყემალაძე, რევაზ ჩიტეიშვილი, გიორგი გაბაძე, გიორგი გურეშიძე, რევაზ ბარაბაძე, ჯემალ ყანჩაშვილი, გიორგი დუმბაძე, გურამ ლიკავა, დავით გუჯაბიძე, ნიკა წივწივაძე და ლუკა კიკაბიძე. მათ ყოფილ მწრთვნელთან - ჟერარდ სარაგოსასთან ერთად 15-მატჩიანი წაუგებელი სერია მოაწყო და პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა.
„ტორპედო ქუთაისზე" მზრუნველობა ვისოლმა 2010 წლიდან დაიწყო და გუნდის განვითარებისათვის ყოვეწლიურად ოთხი მილიონი ლარის ინვესტიცას ახორციელებს. ამას გარდა, ვისოლ ჯგუფმა ჯამურად უკვე 30 მილიონ ლარზე მეტი გაიღო თბილისსა და რეგიონებში ევროპული სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და ზოგადად ქართული სპორტის განვითარებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები