საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელ ხიდი" 11 კაფსულა ლირიკა LYRICA(Pregabalin) 75mg აღმოაჩინეს. კერძოდ, 20 საათსა და 30 წუთზე აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ტრანზიტულად მოძრავი ავტობუსი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟოს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ეჭვის საფუძველზე ავტობუსისა და საბარგო განყოფილებაში მოთავსებული მგზავრთა ბარგის დეტალური დათვალიერება განხორციელდა. შემოწმების შედეგად ერთ-ერთ მგზავრს, კერძოდ თურქეთის მოქალაქეს, კარატაშ მ-ს ბარგში ფსიქოტროპული საშუალება LYRICA(Pregabalin) 75mg 11 კაფსულა გამოვლინდა.
საქმის მასალები შემდგომი მოკვლევისათვის შესაბამის ორგანოს გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები