საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და საგარეო ვალი საშუალოვადიან პერიოდში უნდა შემცირდეს, აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სსფ-მ საქართველოში ვიზიტის შემდგომ გამოაქვეყნა.
„ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების გამო ბოლოდროინდელი კლების მიუხედავად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისევ მაღალია - მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 11.5 პროცენტი 2010 -2012 წლებში. რეგიონში ეს ერთ-ერთი მაღალი დეფიცია. ამ კონტექსტში მთლიანი საგარეო ვალის მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 80 პროცენტს მიაღწია. ნაწილობრივ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კაპიტალის დიდ შემოდინებების გამოხატულება, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის შესყიდვის მიუხედავად, აღკვეთდა აუცილებელი,
„რეალური გაცვლითი კურსის" კორექტირებას. საქართველოს საგარეო ვალის
მდგრადობის უზრუნველსაყოფად და გაცვლითი კურსის შოკებისგან ან კაპიტალის შემოდინების მკვეთრი შეწყვეტის რისკისგან დასაცავად მთავრობამ ეტაპობრივად უნდა შეამციროს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ის დაიყვანოს უფრო მდგრად დონემდე - საშუალოვადიან პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 6.5 პროცენტი. ეს მოხერხდება ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებით, უფრო მაღალი კერძო დანაზოგებით, გაცვლითი კურსის კორექტირებითა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართული სტრუქტურული რეფორმების საშუალებით კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება"- ნათქვამია სსფ-ს განცხადებაში.