მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებში რექტორებს უფლებამოსილებას შეუჩერებენ და ახალი რექტორის დანიშვნამდე მოვალეობის შემსრულებლებს მთავრობა დანიშნავს, საპარლამენტო უმცირესობა ეხმიანება. „ნაციონალური მოძრაობის" წევრის სერგო რატიანის თქმით აღნიშნული ცვლილებით დღევანდელი ხელისუფლება საბჭოთა კავშირს დაემსგავსება სადაც რექტორებიც კი მთავრობის პირველი პირის ჯიბის რექტორები იქნებიან.
„გაუგონარი რამ ხდება, როგორ შეიძლება პრემიერ მინისტრმა დანიშნოს უნივერსიტეტების რექტორები. საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით სადაც ერთი კაცი წყვეტს ვინ იქნება უნივერსიტეტის რექტორი და რა პოლიტიკური ინტერესები უნდა გაატაროს მან. აღნიშნული ცვლილებით უნივერსიტეტებს ავტონომია ჩამოერთმევათ და აღარ იქნებიან თავისუფლები", - განაცხადა სერგო რატიანმა.