საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვევისა და მასში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ, პრემიერ მინისტრის პრეს-სამსახური პასუხობს.
"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ კანონის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს პრეზიდენტი. ამდენად, სწორედ პრეზიდენტის გადასაწყვეტია, სხდომის დანიშვნის ზუსტი დრო. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი თბილისში იმყოფება ორშაბათს და სამშაბათს და მხოლოდ ზუსტი თარიღის გამოცხადების შემდეგ მიიღებს სხდომაზე დასწრების ან არდასწრების გადაწყვეტილებას", - ნათქვამია პემიერ პრეს-სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.