ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს ჩეხეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან-ევროპულ საკითხებში ჩეხეთის მთავრობის აპარატის სახელმწიფო მდივანთან, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესა და ევროპულ საქმეთა მდივანთან, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის საგარეო, უშიშროებისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან გამართავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა რადიოსადგურში „თავისუფლება" და ინტერვიუები ადგილობრივ მედიასთან.
ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი პოლონეთში გაემგზავრება. ალექსი პეტრიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ვროცლავის გლობალურ ფორუმში და სიტყვით გამოვა ფორუმის სესიაზე-„ნატოს გაფართოების მომავალი".ფორუმის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რადოსლავ სიკორსკისთან.