ოზურგეთში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მათი ეკონომიკური მდგომარეობა გახდა. მათივე თქმით, ისინი ბავშვის გამოკვებას ვერ ახერხებდნენ.
ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს და მშობლებს ბავშვის მკურნალობის საშუალებაც არ ქონდათ. გარდაცვლილის მამის თქმით მან დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა წინა და ამჟამინდელ ხელისუფლებას თუმცა დახმარება მან მხოლოდ ერთხელ 100 ლარის ოდენობით მიიღო.