,,საზღვარი ნებისმიერ ქვეყანაში არის წმინდათა წმინდა და მას დაცვა სჭირდება", _განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას.
,,,,ოკუპაციის შესახებ კანონი" მოქმედებს, მუშაობს და მას აქვს შემაკავებელი ძალა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით. Uკანონით საზღვრის გადმოკვეთა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ისჯება, რადგან საზღვრი ნებისმიერ ქვეყანაში არის წმინდათა წმინდა და მას დაცვა სჭირდება. ჩვენ მოუწოდებთ ,,ქართულ ოცნებას" საერთოდ გაიტანოს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით იმ სახის ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში", _განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ,,ოკუპაციის შესახებ კანონის" გაუქმებას მოითხოვს.