ივანიშვილმა მათხოვა რომ არჩევნებში მათთვის ხმები არ გამეყო - ამის შესახებ განცხადება "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს პარტიების დაფინანსების საკითხებზე საუბრისას განუცხადა.
ბაღათურიას თქმით, მათ მეტი ელექტორატი ჰყავთ ვიდრე "რესპუბლიკურ პარტიას".
ეს ხალხი ივანიშვილის კალთის ქვეშ მოვიდა ქართულ პოლიტიკაში. გაგიგიათ ვინმე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ვინმე "რესპუბლიკელი" ეწამებინოს.
"ნაციონალური მოძრაობა არის კრიმინალური ბანდა ივანიშვილის მთავრობა ამ პარტიას აფინანსებს 2 მილიონი ლარით. ჩვენ ბევრად მეტი ელექტორატი გვყავს ვიდრე "რესპუნლიკურ პარტიას". ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ არ მივიღეთ რომ მე პირადად მთხოვა ივანიშვილმა ხმები არ გაგვეყო. ამიტომაც ყველა ოლქში მოვხსენი კანდიდატები . ეხლა ამათ ნამუსი აქვთ? მე ზაქარიაზე ან უსუფაშვილზე ნაკლები რეიტინგი მაქვს" , -აცხადებს ბაღათურია.
მასალის გამოყენების პირობები