,,შეხვედრა უფრო კონსტრუქციული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი", _განაცხადა ჟურნალისტებთან სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის კომენტირებისას, რომელსაც თავადაც ესწრებოდა.
,,შეხვედრა უფრო კონსტრუქციული აღმოჩნდა, ვიდრე მე ველოდი. ალბათ ჩემი ბრალიცაა, რომ არათანამშრომლობის გამო უკვე გაუცხოვებულები ვიყავით და მიხარია, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული. თემები იყო არსებითად მნიშვნელოვანი. Pპრეზიდენტმა გაგვიზიარა თავის გამოცდილება, მოგზაურობების შედეგად მიღწეულ შედეგებზე იყო საუბარი", _განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში გუშინ გაიმართა.Mმას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ დასწრებია. უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.