"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო პირადად საქართველოში ჯერ ჯერობით ჩამოსვლას არ გეგმავს, თუმცა ადრე ის ამგვარ შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელევბს.
ამას გარდა, ონიშჩენკო ასევე აცხადებს რომ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანების ახალი ინსპექცია მიმდინარე თვეში ნაკლებსავარაუდოა რომ განხორციელდეს.
"ჩვენ არ გვაქვს საწარმოებისა და დოკუმენტების ნუსხა, რომლის ანალიზიც უნდა ჩავატაროთ მანამ ვიდრე ჩამოვალთ. ალბათ, ივნისში ინსპექტირება არ შედგება", _ აცხადებს გენადი ონიშენკო.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვში იმ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ჩამონათვალი გააგზავნა, რომლებიც "როსპოტრებნადზორის" ინსპეციისათვის მზად არიან.