ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს სავარაუდოდ ბრალი ორი კვირის ვადაში დაუმძიმდება, ამის შესახებ მთავარი პროკურორი უკვე ღიად ალაპარაკდა. არჩილ კბილაშვილის განმარტებით, საუბარია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც მერაბიშვილისთვის წარსადგენი ბრალი ამ ეტაპზე იხვეწება.
"ვანო მერაბიშვილის მიმართ დღეს წარდგენილი ბრალი სამ ეპიზოდს მოიცავს, თუმცა არის კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეს უკავშირდება და მზადდება რომ მას წარედგინოს. საკითხი ეხება გირგვლიანის გარდაცვალების შემდგომ არასწორი გამოძიების წარმართვას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას და გამოძიებაზე ისეთ ზემოქმედებას, რომელმაც შედეგად ამ საქმეზე გამოძიების არასწორი წარმართვა მოიტანა. როგორც გაცხადდა, ეს ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ პასუხისმგებლობისგან აერიდებინათ მაღალი თანამდებობის პირები, კერძოდ, დათა ახალაია და ასევე არ გამოკვეთილიყო მისი მეუღლის კავშირი "შარდენ ბარში" მომხდარ ინცინდენტთან", - განაცხადა კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები