პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური პრეზიდენტის სპეციალური დაცვის სამსახურიდან და პრეზიდენტის პირადი ფონდიდან დახარჯულ მილიონებზე საუბრობს. ძიძიგურის თქმით რამდენიმე ათეული მილიონი პრეზიდენტმა სახის კანის მოვლისთვის, გაურკვეველი ქალბატონების პატივისცემისთვის და დაბალხარისხიანი სურათების შეძენისთვის დახარჯა. ძიძიგურის თქმით მაშინ როცა ქვეყანაში რამდენიმე ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახია პრეზიდენტი პირად სიამოვნებასა და გართობაზე არ უნდა ფიქრობდეს.
„მე მინდა სააკაშვილს მივცე რჩევა, რომ ის მილიონები რომელსაც პრეზიდენტი უაზრო გართობაში ხარჯავს, ხალხს მოახმაროს. ვფიქრობ რომ დაცინვაა პრეზიდენტის მხრიდან, როცა ის რამდენიმე მილიონს ვიღაც უცნობ ქალბატონებს ახარჯავს. ცინიკოსი პრეზიდენტი დროა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ მაშინ როცა ის ბოლო თვეს ითვლის, ეს თანხა ხალხზე გამოყოს და არა მის სახის კანის დაჭიმვაზე", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.