საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ჩიორა თაქთაქიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას პროცედურების დარღვევაში ადანაშაულებს. თაქთაქაშვილის თქმით მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების მეორე მოსმენით უმრავლესობამ იმ დროს განიხილა, როცა საპარლამენტო უმცირესობას ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული. რადგან ნაციონალურ მოძრაობას ალტერნატიული წინადადების წარდგენის საშუალება არ მიეცა.
„უმრავლესობამ კანონპროექტი მაუწყებლობის შესახებ მაშინ განიხილა, როცა უმცირესობას ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული. რაც შეეხება ქართული ოცნების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალურ მოძრაობას ალტერნატიული წინადადებები ჰქონდა წარმოდგენი არასწორია, რადგან იმ დროს ბოიკოტი გვქონდა გამოცხადებული", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
ცნობისთვის მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი კენჭისყრაზე დღეს მესამე მოსმენით განიხილეს.