მოლოდინის რეჟიმი ინვესტორებმა დაასრულეს მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები დაამტკიცა-, ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკის შენელება ერთი მხრივ გამოწვეულია იმით, რომ ინვესტორები მოლოდინის რეჟინში იმყოფებიან.
„მოლოდინის რეჟიმი დასრულებულია. ამას ადასტურებს აპრილის მონაცემები, აპრილში დღგ-ს გადამხდელი კომპანიების ბრუნვა გაზრდილია 6 %-ით. მაისი ჯერ არ არის დასრულებული თუმც საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ხმები იმის შესახებ, რომ ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან მთლად გამართლებული არ არის. ძალიან მალე ოფიციალურად გაჟღერდება ე.წ. თანადაფინანსების ფონდის არსებობა, რომელშიც არაერთი მილიარდი დოლარი იქნება მობილიზებული"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.