საქართველოს მთავრობა აღარ აპირებს პოლიტიკა დააფინანსოს, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სტუდენტთა დასაქმების პროგრამის გაუქმების კომენტირებისას. მარგველაშვილის განმარტებით, ეს იყო პოლიტიკური პროექტი, რომელიც 2012 წელს განხორციელდა და საკუთარ მიზნებს არ ემსახურებოდა.
„ეს იყო ერთჯერადი პროგრამა, რომელიც 2012 წელს განხორციელდა. ჩემი ინტერპრეტაციით, ეს იყო პროგრამა, რომელსაც ჰქონდა მარტო პოლიტიკური სარჩული. ეს პროგრამა არ იყო მიმართული იმ მიზნებისკენ, რაც იყო მასში ჩადებული. ქართული მთავრობა აღარ აპირებს აფინანსოს პოლიტიკა სხვადასხვა დარგების სანაცვლოდ. ის ფული, რომელიც იყო ამ, პროგრამაში, ჩვენ მივეცით მასწავლებლებს და მოვუმატეთ ხელფასები. ამ ფულით ჩვენ შვეძელით სტუდენტებისთვის გაგვეორმაგებინა დაფინანსება", - განაცხადა მარგველშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტთა გარკვეული ჯგუფები სამინისტროს წინ, სტუდენტთა საზაფხულო პროგრამის განახლების მოთხოვნით აქციების გამართვას გეგმავენ. მინისტრის განცხადებით, ის თავად შეხვდება ამ სტუდენტებს და არსებულ ვითარებას გააცნობს.