ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად მუშაობს არსებული ვითარების სტაბილიზაციისთვის.
„საქართველოს მთავრობა მუშაობს ჩვენი დილპომატიური კორპუსის რესურსებით. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს სტაბილიზაცია. ბუნებრივია, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია. ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ვითარება დასტაბილურდეს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოვახდინოთ ვითარების სტაბილიზაცია. ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ვმუშაობთ მაქსიმალურად. თუ რას ვუკავშირებთ ამ მოვლენებს, ამაზე კომენტარს ასე მყისიერად არ ვაკეთებთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.