პარლამენტის ვიც-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, კანონპროექტს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" მომავალ კვირეებში განიხილავენ.
მისი თქმით, ის ამავე დროს ელოდება საპარლამენტო უმცირესობის მიერ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით შესათავაზებელ წინადადებებს.
,,პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა უმცირესობის ლიდერებს წინადადებით, რომ მათ სამუშაო რეჟიმში წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები ოკუპირებული ტერიტორიების კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ დრომდე არანაირი კონკრეტული წინადადება არ არის წარმოდგენილი. თუმცა ამ კვირაში ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტი არ იხილება და გადაიდო შემდეგ პერიოდში. ამ დროის განმავლობაში მათ შეუძლიათ წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები"', -განაცხადა კობახიძემ.