სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე პარტნიორ ქვეყნებთან ინფორმაციის გაცვლის პროცედურები მარტივდება. აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი მომხსენებლის გედევან ფოფხაძის თქმით, ამ დრომდე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიწოდებისათვის დაგეგმილი პროცედურები, ხელისუფლებას პარტნიორი ქვეყნებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებაში ხელს უშლიდა.
„ამ დრომდე ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელი იყო რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით და პრეზიდენტის მოტივირებული განკარგულების საფუძველზე. რაც საკანონმდებლო ჩანაწერების უხერხულობას ქმნიდა ახლა კი ეს ყველაფერი უფრო გამარტივდება", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.