პარლამენტში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც აუდიტის სამსახურის საქმიანობას სწავლობდა პრემიების არამიზნობრივი განაწილების არსებული მასალები გამოაქვეყნა. სპეციალური კომისიის მიერ აუდიტის შესწავლისას გაირკვა რომ 2008-2012 წლებში პრემიები არამართლზომიერი განაწილება ხდებოდა. ძირითადად გაცემული თანხის პროცენტული უმრავლესობა კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებსა და ადმინისტრაციული პერსონალს შორის ნაწილდებოდა.
2012 წლის განმავლობაში საქართველოს აუდიტის სამსახურის 10 ხელმძღვანელმა პრემიის სახით 347 222 ლარი მიიღო. გენერალური აუდიტის პირველ მოადგილეს შოთა თარხნიშვილს პრემიის სახით 48 050 ლარი აქვს აღებული. ასევე გენერალური აუდიტის მოადგილეს გიორგი ლაცაბაძეს 39 425 ლარი, კონტროლის პალატის თავმჯომარეს აჭარაში კახაბერ კირტავას 37 500 ლარი, გენერალური აუდიტორის მოადგილეს დევი ვეფხვაძეს 36 ათასი ლარი, სამსახურის უფროს ნათია მოგელაძეს 34 315 ლარი, სამართველს უფროს ზვიად ხოფერიას 32 550 ლარი, დეპარტამენტის უფროს ვატო ზაალიშვილს 30 512 ლარი, დეპარტამენტის უფროს ვახტან კეჭერაძეს 30 500 ლარი აქვთ მიღებული.