უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პარლამენტარი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას" ვანო მერაბიშვილის მსგავსი პოლიტიკური მოწინააღმდეგე უნდა აწყობდეს. ამის შესახებ ვოლსკიმ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თუ პოლიტიკურ სასწორზე დავდებთ მერაბიშვილს დაკავებას, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ "ქართულ ოცნებას" უნდა აწყობდეს მერაბიშვილის მსგავსი მოწინააღმდეგე, რადგანაც მე არ ვფიქრობ რომ მას იმდენი პოპულარობა აქვს რომ რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს რომელიმე კანდიდატს", - აცხადებს ვოლსკი.