2013 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 785 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 130 მლნ. აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 655 მლნ. აშშ დოლარი (14 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 16 პროცენტი და იმპორტში 30 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-აპრილში - შესაბამისად 29, 19 და 32 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 37 პროცენტი (2012 წლის იანვარ-აპრილში ასევე - 37 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები