,,სანამ გამოძიება არ გასცემს პასუხს, სანამ სიმართლე არ გაირკვევა, ჩემი სურვილი იქნება, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე არავინ დაინიშნოს, თუ ამით კანონმდებლობას არ დავარღვევთ", -განაცხადა ჟურნალისტებთან ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ გამოძიება სავარაუდოდ 24 მაისამდე დასრულდება.
,,მოხარული ვიქნები თუ დავით კირვალიძე თანამდებობაზე დაბრუნდება. საერთოდ ჯობია დაველოდოთ სასამართლოს და მოვლენებს ნუ გავასწრებთ", -განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა კანონმდებლობის მიხედვით ახალი სოფლის მეურნეობის მინისტრი 24 მაისამდე უნდა წარადგინოს.