„დაუსჯელები არიან ყველა ის პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვებით იმუქრებოდნენ" _ აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა „ჰოლიდეი ინში" გააკეთა, სადაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები გაერთიანებულ შეხვედრას, უკანონო ჩანაწერების შესახებ მართავენ.
„დაუსჯელები არიან ყველა ის პირები, რომლები მონაწილეობდნენ კონკრეტულად ფარესაშვილის საქმეში, ასევე დაუსჯელნი არიან ის ადამიანები რომლებიც მოსამართლის თანაშემწეს, ქალბატონ ია ბარამიძეს ემუქრებოდნენ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვებით. სწორედ ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრს რომელიც უნდა დაესწროს ამ შეხვედრას აქვს პასუხი გასაცემი თუ რა და როგორ მიმდინარეობს გამოძიება" განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.