,,კოალიცია სერიოზულად უნდა მოემზადოს ნინო ბურჯანაძის კანდიდატურასთან საბრძოლველად", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო კანდიდატის შეფასებისას და აღნიშნა, რომ იგი საკმაოდ ძლიერი კონკურენტია.
მისივე განცხადებით, კოალიციისთვის ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა უფრო კონკურენტულია, ვიდრე ,,ნაციონალური მოძრაობის.
,,ნინო ბურჯანაძე საინტერესო კანდიდატურაა ბევრი თვალსაზრისით. თუნდაც იმით, რომ იგი არ ეკუთვნის არსებულ ორი პოლიტიკური ძალიდან არცერთს, ვგულისხმობ ,,ნაციონალურ მოძრაობასა" და კოალიცია ,,ქართული ოცნებას", შესაბამისად მისი მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობაზე გასვლა მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის საფუძველი იქნება. ამავე დროს მცირე პოლიტიკურ პარტიების ლიდერებთან შედარებით ნინო ბურჯანაძეს ერთი უპირატესობაც აქვს, რომ მას აქვს სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის გამოცდილება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძეს საგარეო პოლიტიკური საქმიანობაშიც აქვს გამოცდილება.
,,ნინო ბურჯანაძე გააჩნია რას ჩათვლის საჭიროდ შეუძლია შემტევიც იყოს და უკან დამხევიც, რაც პოლიტიკოსისთვის პლიუსად იწერება", -განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძე საკმაოდ ბრძოლისუნარიანი პოლიტიკოსია.
,,ნინო ბურჯანაძე არ იქნება ისეთი ს კანდიდატი როგორიც ადრე გვინახავს, რომ იყო 30-40 საპრეზიდენტო კანდიდატი და ამ კანდიდატურებიდან რეალურად მხოლოდ ორ მათგანზე საუბრობდნენ. ნინო ბურჯანაძე რეალური საპრეზიდენტო კანდიდატია და ალბათ სათანადოდ მოემზადება ,,ქართული ოცნება" და ,,ნაციონალური მოძრაობაც ამ კანდიდატურასთან სერიოზულად საბრძოლველად", _განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების" ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა უფრო კონკურენტული იქნება, ვიდრე ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი.
რამაზ საყვარელიძე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს დაინიშნებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.
,,ამ საკითხზე საკმაოდ შორი მანძილიდან ვსაუბრობთ, როცა მიუახლოვდებით საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს, გვეცოდინება კანდიდატების რეიტინგები, ამ საკითხზე საუბარი მერე შეგვეძლება", _განაცხადა საყვარელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები