,,ჩვენ, მართლა სასწაული შევძელით და ჯერჯერობით ბლოკირებული გვაქვს რუსეთის მცდელობა აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების თაობაზე", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურ მიმართვაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"შეიძლება ადამიანმა დასვას კითხვა, რას დავდევთ ყველა ამ ქვეყანას, რომლის სახელიც შეიძლება ქართველების უმეტესობას არც კი გაუგია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა ამ ქვეყანას აქვს თითო ხმა გაერო-ში - რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია რომ დააკანონოს მას სჭირდება რაც შეიძლება მეტი ხმა, გაეროს წევრების, რათა ჩვენი ტერიტორიების მიტაცება გახადოს, მისი თვალსაზრისით, შეუქცევადი. ამიტომ ის წარმოუდგენელ დიპლომატიურ მცდელობებს აწარმოებს მთელს მსოფლიოში დაშინების, დარწმუნებისა და მოსყიდვის. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი წარმატებები წინა წლებში ამ პროცესის შეჩერების. ფრაქტიკულად, წინა წლებში ეს პროცესი ბოლომდე დავბლოკეთ. ჩვენ ყველა კონტინენტზე ვიმუშავეთ - მაგალითად, ფიჯიში იყო ვიღაც, რუსეთის რეზიდენტი, უამრავი ფულით, რამდენიმე ატეული მიილიონი დახარჯა ვანუატუში, ტუალუში, ნაურუში და სხვა ქვეყნებთანაც დადიოდა. ფიჯის მთავრობამ, ჩვენვიმუშავეთ ფიჯის მთვარობასთან და ეს ადამიანი გააძევა თავისი ქვეყნიდან და ის ამ რეგიონში საერთოდ ვერ ბრუნდება. ესაა ნათელი მაგალითი, რას ნიშნავს მიზანმიმართული დიპლომატიური ძალისხმევა. ჯერ ერთი საშიშია ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენი მთელი მსოფლიო ბანკის რეიტინგები და წარმატებები იყო სიცრუე, ეს ძალიან საშიშია ჩვენი არაღიარების პოლიტიკისთვის, რადაგან, როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ შენ ხარ მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, აღიარებული მსოფლიოს ბანკის მიერ, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ყველაზე უფრო თავზე ხელაღებული მთვარობისთვისაც, რომ ხმა მისცეს მსოფლიოს პირველ პოზიციაზე მყოფი ქვეყნის დაქუცმაცებას. მაგრამ თუ შენ თვითონ დაიყრი თავზე ნაცარს და იტყვი, რომ ყველაფერი სიცრუეა, რა თქმა უნდა, ეს საფრთხე გაიზრდება", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები