,,ირაკლი ღარიბაშვილი კიგბოქსისტია და ხელჩართული ჩხუბიც თუ დასჭირდება იქაც არ დაიხევს უკან", _ განაცხადა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიციელებისადმი მიმართვისას.
,,თქვენ გაქვთ ბედნიერება, რომ გყავთ ძალიან კარგი ხელმძღვანელი. ეს არის ძალიან წესიერი კაცი, ძალიან მოწესრიგებული, ძალიან საიმედო. თქვენ გყავთ ხელმძღვანელი, რომელიც არასდროს არ გიღალატებთ და არასდროს არ მიგატოვებთ გასაჭირში. ამავდროულად ის სხვათაშორის კიგბოქსისტი გახლავთ, სპორტსმენია და ხელჩართული ჩხუბიც თუ დასჭირდება იქაც არ დაიხევს უკან და იქაც წამოგეშველებათ", _ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლე დროში დაამტკიცა რომ წარმატებულად შეუძლია რთული უწყების მართვა.