ივანე მერაბიშვილის განცხადებით, დავით კირვალიძის გადაყენებით მთავრობას კორუფციის ფაქტებზე ზომების მიღება მოუწია.
,,ნაციოანლური მოძრაობის" გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყანაში კორუფციის შემობრუნება არ დაუშვას.
,,მთავრობა იძულებული გახდა გარკვეული ზომები მიეღო, სოფლის მეურნეობის პროგრამაში კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით. ყველამ იცის, რომ სოფლის მეურნეობის ბარათების განაღდება ხდება 30%-იანი ე.წ. დისქაუნთით. გარდა ამისა, მასალების ფასი, რომლებსაც ვაუჩერების მეშვეობით გლეხები სპეციალურ მაღაზიებში იძენენ, იქ 30-40%-ით მაღალია ვიდრე სხვა სავაჭრო ობიექტებში. ეს ნიშნავს, რომ 260 მილიონიანი პროექტიდან სახელმწიფო მოხელეებმა 80 მილიონი ჯიბეში ჩაიდეს", - განაცხადა მერაბიშვილმა.