პარლამენტის შენობასთან საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დარჩენის მომხრეებმა აქცია გამართეს. ამავე მოთხოვნით, აქციის მონაწილეებმა კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატს, კობა დავითაშვილსაც მიმართეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შედიოდა.
კობა დავითაშვილმა აქციის მონაწილეებს არაადამიანები უწოდა. ,, ვაი, თქვენს პატრონს. თქვე ,,ნაციონალები", თქვენი დრო დამთავრდა, ცხრა წელი დამთავრდა. თქვენ ხალხი არ ხართ", _მიმართა აქციის მონაწილეებს დავითაშვილმა.